პასკის მასალა უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, პასკას სითბო და მოფერება უხდება. კვერცხის გული და 1 კგ შაქარი კარგად გავთქვიფე, დავამატე, არაჟანი, მივდგი გვერდით თბილად. ასევე ამოვიყვანე ცილა 400 გრ შაქართან ერთად და მწიკვ მარილთან ერთად მასის გამყარებამდე. მივდგი ესეც გვერდით თბილად და გავაკეთე აპარა ანუ ხაში: 1ლ რძე შევათბე, დავამატე საფუარი, 100 გ შაქარი, ფქვილი (იმდენი, რომ გამოვიდეს არაჟნის სისქის), შევფუთე და 10 წუთში ამოდის ისეთი ფუმფულაა, მთავარია სითბოში იყოს და ცხელ რძეში არ ჩავყაროთ საფუარი, თორემ არ ამოვა. კვერცხის გულს გადავურიე ცილის მასა, გამდნარი კარაქი, არაჟანი, ბოლოს - ხაში ნელ-ნელა. კარგად გავხსენი ერთმანეთში. დავუმატე გაცრილი ფქვილი, პასკის ესენცია და ქიშმიში. დაგადავზილე ბოლოს 100 მლ ზეთით. კარგად შევფუთე. რომ ამოვიდა, გადავანაწილე ფორმებში. იქაც რომ კარგად ამოვიდა, ამოვაგუნდავე, გამოვაცხვე წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, ბოლოს ჩავურთე ზედა წვა. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ღუმელი ინდივიდუალურია. გემრიელად მიირთვით!