საშუალო ზომის ჭარხალი მოვხარშოთ, გავთალოთ, დავჭრათ ფიგურული საჭრელით ან უბრალოდ დანით. ცალკე გავამზადოთ ტყემლის სოუსი: მზა, ზამთრისთვის შენახულ ტყემალს დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, ცოტა სვანური მარილი, წითელი წიწაკის ფხვნილი, ცოტა ძირაც, ძმარი ( მე ვაშლის ძმარს ვანიჭებ უპირატესობს...) და ცოტა ანადუღარი წყალი - ტყემალი ძალიან სქელი რომ არ იყოს, მარილი გემოვნებით. ბოლო აკორდი, ურომლისოდაც არანაირი გემო და არომატი არ ექნებოდა - 50 გრ. ცოცხალი ქინძი - წვრილად დაჭრილი. ამ სოუსით დაფარეთ ჭარხლის რგოლები, ცოტა ხნით დააყოვნეთ, რომ გემოები კარად გაუჯდეს. საოცრად ჯანსაღი, სასარგებლო და უზომოდ გემრიელია, უხდება ყველფერს: შემწვარ კარტოფილს, ქათმის ხორცს, უბრალოდ მაკარონს, ან შემწვარ კვერცხს.