დარბილებულ მარგარინს შეურიეთ შაქარი, სამარხვო მაიონეზი, სოდა, ცივი წყალი და ფქვილი, მოზილეთ ცომი (შეიძლება მეტი დაგჭირდეთ, ფქვილსაც გააჩნია). ცომი თავისით უნდა მოგცილდეთ ხელიდან. მოათავსეთ ცელოფანში და დაასვენეთ მაცივარში 1 სთ. ცომი გადაიტანეთ ფორმაში, გააბრტყელეთ. დაადეთ ვაშლის პიურე და ზემოდან მოახეხეთ ცომი მსხვილი სახეხით. გულსართისთვის ვაშლი გაფცქვენით, დადგით დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ ძმარი. კარგად რომ ჩარბილდება, დაუმატეთ შაქარი, ვანილი და ხელის ბლენდერით გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამოაცხვეთ 200-220 გრადუსზე, დაახლოებით 30 წთ. შეგრილებულს მოაყარეთ შაქრის პუდრა. ამ მასალით გამოდის 2 ცალი, 22 სმ დიამეტრის ზომის ტარტი.