თავდაპირველად ვამზადებთ აპარას: ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით საფუარი 4 ჩაის კოვზი ან სველი 80 გრამი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, დაუმატეთ ცოტა ფქვილიც, რომ კარგად აფუვდეს. მეორე ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით კარაქი, ნახევარი ჭიქა ზეთი, შაქარს მოაკელით 10 სკ და ასე გახსენით. ერთად ამომყავს კვერცხის ცილა და გული, ისევე როგორც ტორტის ბისკვიტი - ცალკე ცილა, შემდეგ ვამატებ გულს და 10 სკ შაქარს. აქვე ვამატებ არაჟანსაც. ცალკე დიდ თასზე დავყრით 3 კგ ფქვილს, დავასხამთ საფუვრიან და ცხიმიან ზეთს, კარგად აურიეთ და შეაზილეთ კვერცხიანი მასა, კარგად აურიეთ, დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად მოზილეთ ცომი. ცომს ამოსასვლელად სჭირდება 6 საათი. ღამით მოზილეთ, შეფუთეთ თბილად და დილით უკვე მზად არის, ღამე ჩაზილვა არ სჭირდება. დილით ამოსული ცომი ჩაზილეთ კარგად, დაუმატეთ ქიშმიში, თქვენი სურვილის მიხედვით, თუ გნებავთ ცუკატებიც, 3 ცალი ლიმონის ცედრა, ვანილი, მუსკატის კაკალი, ილი, დარიჩინი და მიხაკი. ფორმებში ვდებთ მესამედს, ფორმას არ ჭირდება რამის წასმა, თუ ქაღალდისაა. გაითვალისწინეთ, რომ ცომი ცხობისას 2-ჯერ იზრდება. ფორმაში ვაჩერებთ ცომს ამოსვლამდე. შემდეგ შედგით გახურებულ ღუმელში 150 გრადუსზე. 35 წუთში გამოაღეთ ღუმელი და ხის ჩხირით გასინჯეთ. როცა გამოცხვება, შეგრილდეს და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან. თქვენი სურვილით შეგიძლიათ მორთოთ. ყველაზე მთავარია, ცომის მოზელის დროს უნდა იყოთ კარგ განწყობაზე და მთელი სიყვარულით მოზილოთ ცომი, უნდა მოეფეროთ ცომს. წარმატებებს გისურვებთ!