გარეცხილ შინდს დავასხათ წყალი ისე, რომ ხილი ძლივს დაფაროს. წამოვადუღოთ და ვხარშოთ თავდახურული 15 წუთი. თბილივე გავხეხოთ თავის წვენიანად, ისე რომ ძალიან ცოტა ნარჩენი დარჩეს.მიღებულ პიურეს დავამატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ან დანაყილი ნიორი და მწვანილი, მარილი, პილპილი.საწებელი შევინახოთ მაცივარში.სოუსი ერთდროულად მჟავე, მლაშე, ცხარე და არომატული უნდა იყოს.