შინდის საწებელი
შინდის საწებელი
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ეს მომჟავო საწებელი იდეალურია ხორცთან, ტევზთან, ფრინველთან. განსაკუთრებით უხდება ნანადირევს და ღორის ხორცს.

ინგრედიენტები

  • პილპილის მარცვლები - 1 ს.კ, დანაყილი ან დაფქული
  • დაფქული ქინძის მარცვლები - 1 ს.კ
  • კამა - 50 გ
  • ქინძი - 50 გ
  • შინდი - 500 გ
  • ნივრის კბილი - 2-4
  • მარილი - 1-2 ჩ.კ, გემოვნების მიხედვით
მომზადების წესები
გარეცხილ შინდს დავასხათ წყალი ისე, რომ ხილი ძლივს დაფაროს. წამოვადუღოთ და ვხარშოთ თავდახურული 15 წუთი. თბილივე გავხეხოთ თავის წვენიანად, ისე რომ ძალიან ცოტა ნარჩენი დარჩეს.
მიღებულ პიურეს დავამატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ან დანაყილი ნიორი და მწვანილი, მარილი, პილპილი.
საწებელი შევინახოთ მაცივარში.
სოუსი ერთდროულად მჟავე, მლაშე, ცხარე და არომატული უნდა იყოს.
ტეგები:
სოუსი შინდი ნანახია: 24966