თბილი წყალში ჩაყარეთ საფუარი და 1 სავსე კოვზი შაქარი. ათქვიფეთ კარგად და ადროვეთ 15 წუთი, სანამ მასა არ აფუვდება. სხვა თასში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ ვანილი, ლიმონის ცედრა, მარილი და დარჩენილი შაქარი. თქვიფეთ მანამ, სანამ მასა არ გახდება ღია ფერის და არ გასქელდება. შემდეგ კი, შეურიეთ ის საფუვრის ნარევს. დაუმატეთ მიქსტურას 180 გრამი ფქვილი, კარგად აურიეთ და დაასხით გამდნარი კარაქი. შემდეგ ნელ-ნელა უმატეთ დარჩენილი ფქვილი. (გაითვალისწინეთ, რომ, შესაძლოა, ფქვილი სრულად არ დაგჭირდეთ. ცომი არც ძალიან წებოვანი და არც მშრალი არ უნდა იყოს).მოზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში, სანამ ის რბილი და დამყოლი არ გახდება. წაუსვით ცომს ცოტა ზეთი, ჩადეთ თასში, გადააფარეთ სუფთა სუფრის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას ერთი საათით. მოზილეთ ცომი ხელახლა, მიეცით მას მართკუთხა ფორმა და მოაყარეთ ფორთოხლის ცედრა და ქიშმიში. შეფუთეთ ისევ სუფრის ტილოში და თბილ ადგილას კიდევ 30 წუთით გააჩერეთ. ჩართეთ ღუმელი და დააყენეთ 180°c-ზე. პანეტონეს ყალიბს (12 სმ-ის სიმაღლის) წაუსვით კარაქი და ფრთხილად ჩადეთ მასში ცომი. ცომს ფუნჯით გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ ზემოდან ნუშის ფანტელები. მას შემდეგ, რაც ცომი ორჯერ გაიზრდება ზომაში, განაგრძეთ ცხობა კიდევ 35 წუთის განმავლობაში. გამორთეთ ღუმელი და დატოვეთ იქვე პანეტონე, სანამ არ გაგრილდება. პასკის თითქმის ყველა რეცეპტს რამდენიმე მთავარი ინგრედიენტი – კარაქი, კვერცხი, ფქვილი და შაქარი აქვს. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კარაქია და მისი ხარისხიც უდიდეს გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე. ამიტომ, საუკეთესო პასკისთვის კარაქიც საუკეთესო უნდა იყოს. ასეთი კი „ლურპაკია“, რადგან ის არის პრემიუმ ხარისხის და ორგანული. ამასთან ერთად, მას აქვს დახვეწილი და გამოკვეთილი ნაღების გემო. „ლურპაკის“ შესაძენად ეწვიეთ „ევროპროდუქტის“ მაღაზიათა ქსელს ან შეუკვეთეთ ონლაინ. R