ქიშმიში გავრეცხოთ, გავაშროთ, 2 ლიმონი გავრეცხოთ ცხელი წყლით, ლიმონის ცედრა გავხეხოთ, ცალკე ერთი ცალი ლიმონის წვენი გავწუროთ. კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ მიქსერით, რძე გავათბოთ და დავუმატოთ გამდნარი კარაქი, ცხიმიანი რძე, გათქვეფილ კვერცხთან და შაქართან ერთად. დავუმატოთ ლიმონის ცედრა, ევენი, ვანილინი. ფქვილში ვამატებთ გამაფხვიერებელს, სოდას და მარილს, ბოლოს ვურევთ ქიშმიშს და ვათავსებთ გათქვეფილი კვერცხისა და შაქრის ჯამში. ვანაწილებთ ქაღალდ ჩაფენილ ფორმებში, ვაცხობთ 180-200°ზე. ძალიან სასიამოვნო, სურნელოვანი პასკა მზადაა, მოაყარეთ შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით.