ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, მარილი, ვანილი და ფქვილი. ცომი დაასვენეთ 30 წუთის განმავლობაში, გააკეთეთ ერთი ზომის პატარა ბურთები. დააწყვეთ საცხობზე, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, ზედაპირი უნდა იყოს თეთრი, თბილ მდგომარეობაში. წვრილი დანით ამოიღეთ გული, ამოავლეთ საკონდიტრო ფერში, ბოლოს კი შაქარში. გემრიელად მიირთვით.