200 მლ. რძე დადგით ცხელზე და გააცხელეთ. გათქვიფეთ კვერცხი და შაქარი მარილთან ერთად. დარჩენილ რძეში გახსენით სიმინდის სახამებელი და დაუმატეთ ათქვეფილ კვერცხს. მასა გააერთიანეთ და ჩაასხით ადუღებამდე მიყვანილ რძეში. ურიეთ, სანამ მასა არ შესქელდება. დაუმატეთ ვანილი და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. ზემოდან დააფარეთ ცელოფანი, ისე რომ კრემის ზედაპირს შეეხოს და შემდეგ ქვაბის თავსაფარი. ცალკე, გათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და ნელ-ნელა დაუმატეთ კრემს.