ავთქვიფოთ ,კვერცხის ცილა და დავუმატოთ მწიკვი მარილი, შემდეგ ეტაპობრივად ვუმატებთ შაქარს და კვერცხის გულს. გამოვრთავთ მიქსერს და ხის კოვზით ვუმატებთ ფქვილს. მასას გადავიტანთ საცხობ ფორმაზე, აუცილებლად დაუფინეთ საცხობი ქაღალდი. ღუმელი წინასწარ გახურებული , ორივე წვაზე, 165-170ზე, დაახლ 55 წთ. ანალოგიურად მოვამზადე, მეორე ბისკვიტიც. თბილ რძეში გავხსენი ფქვილი, სახამებელი და შაქარი, დავდგი ნელ ცეცხლზე, ვურიე განუწყვეტლივ, რომ წამოდუღდება, ცოტა ხანი კიდევ უნდა ვურიოთ, რადგან ფქვილი კარგად მოიშუშოს, შემდეგ გადმოვიტანე ჯამში და დავუმატე 200 გრ კარაქი , გადავაკარი სამზარეულოს პარკი, და გავაციე ოთახის ტემპერატურაზე. დარჩენილი ,ოთახის ტემპერატურის კარაქი, ავთქვიფე და დავუმატე, შესქ. რძე , შემდეგ ცივი ფაფა ეტაპობრივად, ბოლოს კი ვანილი.