ცომისთვის დიდ ჯამში ხელით შეურიეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და კარაქი, სანამ მასა არ დანამცეცდება. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გული და იმდენი წყალი, რომ ცომი შეიკრას და გახდეს გლუვი. გაახვიეთ ის საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. გადაიტანეთ გაგრილებული ცომი ტარტის საცხობ ფორმაში (დიამეტრი 22 სმ) და გააბრტყელეთ ისე, რომ დარჩეს საკმარისი ადგილი შიგთავსის მოსათავსებლად. ცომით ამოავსეთ ფორმის გვერდებიც, შემდეგ კი შედეთ საყინულეში 20-30 წუთით. გაციებული მასა წინასწარ 160-180°C-ზე გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ და გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში. შიგთავსისთვის მოათავსეთ ქვაბში ლიმონის წვენი და ცედრა, სიმინდის სახამებელი, დაასხით წყალი და კარგად მოურიეთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ გლუვ მასას. დაუმატეთ შაქარი და კვერცხის გულები. დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე და შეათბეთ. შემდეგ კი, დაუმატეთ კარაქი და მიიყვანეთ ადუღებამდე. გახსოვდეთ, ქვაბის ცეცხლზე დადგმისთანავე, აუცილებელია, მასას უწყვეტად ურიოთ. მას შემდეგ, რაც ის შესქელდება და კრემისებრი გახდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. შემდეგ კი, ჩაასხით უკვე გამომცხვარ და გაგრილებულ ტარტში. მერინგასთვის ათქვიფეთ კვერცხის ცილა, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი, შაქრის გახსნის შემდეგ კი, სიმინდის სახამებელი. თქვიფეთ მანამ, სანამ მასა არ გახდება მყარი და მბზინავი. წაუსვით ის ზემოდან გამზადებულ ტარტს, კოვზით მიეცით წვეტიანი ფორმები. გამოაცხვეთ ის კიდევ 15 წუთის განმავლობაში, სანამ მერინგა არ შეოქროსფრდება. სურვილის შემთხვევაში, გაგრილების შემდეგ, მერინგას ზემოდან მოახეხეთ ლიმონის ცედრა და მიირთვით გემრიელად. ტარტის ცომისა და შიგთავსის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი კარაქია, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის საბოლოო გემოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, ამ ინგრედიენტის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ და არჩევანი მაღალი ხარისხის კარაქზე შევაჩეროთ. საუკეთესო შედეგისთვის დანიური წარმოების სამეფო კარაქ „ლურპაკს“ გირჩევთ, რომელიც პრემიუმ ხარისხთან ერთად, ორგანულობითა და დახვეწილი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. შესაძენად ეწვიეთ „ევროპროდუქტის“ მაღაზიებს ან შეუკვეთეთ ონლაინ. R