ხახვი წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ ასევე წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ნივრის ფოჩები, ზეთი და მოვშუშოთ, სანამ დარბილდება, შემდეგ დავუმატოთ ლობიო და 1-2 წუთი ვშუშოთ. თუ გვსურს წვნიანი იყოს, ცოტაოდენი მდუღარე წყალი შევურიოთ. ლობიოს დავუმატოთ მარილი, წიწაკა, პაპრიკა, რეჰანი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. პარალელურად ქვაბში ავადუღოთ წყალი, შევანელოთ მარილით და ჩავყაროთ ბრინჯი. ვხარშოთ თავდახურული. ბრინჯი და ლობიო ერთად მივიტანოთ სუფრაზე.