ხახვი წვრილად დავჭრათ. თხლად დავკეპოთ კომბოსტო. რგოლებად დავჭრათ სტაფილო, ბულგარული წიწაკა კი პატარა კუბებად. ბოსტნეული და ჯანჯაფილი ზეთში მოვშუშოთ, ოსპი მოვხარშოთ და გადავწუროთ. ბოსტნეულს დავუმატოთ ბრინჯი, ოსპი და 1-2 წუთი ვშუშოთ. შემდეგ გავუწყოთ მარილი, წიწაკა და დავასხათ მდუღარე წყალი, დავახუროთ სახურავი და დაახლოებით 20 წუთი ვხარშოთ, სანამ წყალი დაშრება და ბრინჯი მოიხარშება, შემდეგ ტილო ამოვაკრათ სახურავს, რომ სითხე შეიწოვოს.