მიქსერით ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, სანამ არ მიიღებთ გლუვ მასას. დაუმატეთ კვერცხის გული და ვანილის ექსტრაქტი, ბოლოს კი – ფქვილი. მიღებული ცომი თხლად გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და დაჭერით ცომის საჭრელი ფორმით. გადმოიტანეთ ისინი საცხობ ლანგარზე და შედეთ მაცივარში 15-30 წუთის განმავლობაში, რათა მასა გამყარდეს და ცხობისას არ დაკარგოს ფორმა. შედეთ ბისკვიტები წინასწარ 160-180°C-ზე გაცხელებული ღუმლის შუა თაროზე. აცხვეთ 8-12 წუთის განმავლობაში, სანამ ბისკვიტების კიდეები ფერს არ შეიცვლის. ბისკვიტების მეორე ფენისთვის, შაქრის პუდრს დაასხით იმდენი წყალი (ნელთბილი), რომ სქელი, პასტისებური მასა მიიღოთ. ბოლოს კი, გადაუსვით ის უკვე გამომცხვარ და გაგრილებულ ბისკვიტებს. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ამ ბისკვიტების მთავარი ინგრედიენტი კარაქია. მის გემოს, ძირითადად, სწორედ ეს პროდუქტი განსაზღვრავს. ამიტომ, ბისკვიტების დასამზადებლად, მნიშვნელოვანია, კარაქი საგულდაგულოდ შევარჩიოთ. აუცილებელია, ის იყოს მაღალი ხარისხის, ხოლო გემო დახვეწილი ჰქონდეს. გირჩევთ, არჩევანი დანიური წარმოების ორგანულ კარაქ „ლურპაკზე“ შეაჩეროთ, რადგან ის არა მხოლოდ პრემიუმ ხარისხისაა, არამედ აქვს გამოკვეთილი ნაღების გემო, რაც კიდევ უფრო გემრიელს გახდის თქვენს ბისკვიტებს.„ლურპაკის“ შეძენას „ევროპროდუქტის“ მაღაზიათა ქსელში შეძლებთ. R