ქვაბში ჩავასხათ ძმარი და ავადუღოთ, დავამატოთ შაქარი, არ ურიოთ. შაქარი რომ გადნება და ერთიან მასად იქცევა, ჩავყაროთ ძალიან წვრილად დაჭრილი წიწაკა (თესლები შეგიძლიათ გამოაცალოთ). ადუღეთ 10 წუთი, მორევის გარეშე. გაითვალისწინეთ რომ დუღილი უნდა მიმდინარეობდეს, მაღალ ცეცხლზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მასა გამოვა თხელი. გათიშეთ გაზი და მდუღარე მასა ჩაასხით გასტერილებულ ქილებში. გაცივებამდე, ხშირად ატრიალეთ ორივე მხარეს, რათა წიწაკის მასა და თესლები თანაბრად გადანაწილდეს.