ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. ქათმის ფილეს მარილი და პილპილი მოაყარეთ და შეწვით საშუალო ცეცხლზე.შემწვარი ფილე ამოიღეთ და ფოლგაში შეფუთეთ, იმავე ტაფაში კი წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ. აურიეთ ერთმანეთში ლუდი, სოიოს სოუსი, თაფლი, მდოგვი, ფორთოხლის წვენი და დაასხით ტაფაზე. სოუსი რამდენიმე წუთი ადუღეთ, სანამ შესქელდება და მოცულობაშიც მოიკლებს. შემდეგ ჩადეთ ქათმის ნაჭრები, კარგად ამოავლეთ სოუსში და 1 წუთი კიდევ დატოვეთ ცეცხლზე. მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.ძალიან გემრიელი, საინტერესო კერძი მზადაა! მარილიანისა და მოტკბო გემოს საუკეთესო ბალანსით.