თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და მარილი. 2ს.კ.შაქარი და 1ჭ. ფქვილი ავურიოთ. ცალკე თასზე ავთქვიფოთ 2კვერცხი, 1 კვერცხის გული და 250 გრ.შაქარი, ცილა კი მოვიტოვოთ მინანქრისთვის. ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე. დავამატოთ 100 მლ.მაწონი, 50 მლ.ზეთი და დავასხათ ეს მასა საფუვრიან მასას. კარგად ამოვურიოთ. აქვე ვამატებთ ვანილს, 1ს.კ.ცედრას, დარიჩინს, ჯანჯაფილს, მუსკატის კაკალს და მიხაკს. დავამატოთ ორ პორციად 1 კგ.ფქვილი, მოვზილოთ ცომი. ბოლოს დავასხათ 25 მლ ზეთი და ვზილოთ ხის კოვზით 5 წუთი. დავდგათ თბილ ადგილას. დაახლოებით 1საათში გაორმაგდება ცომი, რომელსაც დავამატოთ წინასწარ გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში ან ცუკატები. ამოვურიოთ კარგად და დავასხათ კიდევ 25 მლ.ზეთი. ცომი გადავიტანოთ ფორმებში. გამოვიდა 2 500 გრამიანი ფორმა, 1 კი 800 გრამიანი. თუ არ გაქვთ ქაღალდის ფორმები, კიდევ უფრო კარგად ცხვება ლითონის ფორმებში და ქვაბებშიც. ფორმებს ვავსებთ თითქმის ნახევრამდე. დავდგათ ისევ თბილ ადგილას, დაახლოებით 40 წუთში თითქმის გაივსება ფორმები. გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთი. გამომცხვარ და გაცივებულებს წავუსვი მინანქარი. ერთი კვერცხის ცილისა და 50 გრ.შაქრის პუდრისა ყოფნის სამივეს.