ორ დიდ ჭიქაზე ან თურქულზე: 1 კვერცხის გულს ათქვეფთ კარგად 3 ჩაის კოვზ შაქართან ერთად, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება ჩაის ჭიქაში მიქსერის ცალი ფეხით ითქვიფება ნახევარ წუთში). დაუმატეთ 1-2 ჩაის კოვზი კონიაკი, ცილას ათქვეფთ 1 კოვზ შაქართან ერთად. ათქვეფილი ცილა და გული გადაურიეთ ერთმანეთში. ჭიქაში ნახევრამდე ჩაასხით ყავა (მე უშაქრო უფრო მომწონს) და ზემოდან შევასეთ გოგლიმოგლით. არ მოურიოთ. რომ მოწრუპავთ, ქვემოდამ მწარე და ცხელი ყავა წამოვა და ზემოდან ცივი და გრილი გოგლიმოგლი - იდეალური ბალანსია!