წინასწარ დაჭერით ხორცი და დუმა, ასევე ყველანაირი მწვანილი. ქვაბში პირველ ფენად მოათავსეთ მწვანილი შემდეგ ხორცი, შემდეგ ისევ მწვანილი და ასე ბოლომდე, ბოლო ფენაც მწვანილი უნდა იყოს, ჩაამატეთ მთლიანი წიწაკები, მოასხით ტყემალი, დაასხით ღვინო და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე თავდახურული. სანამ ხორცი არ მოიხარშება არ ამოურიოთ, ბოლოს მოაყარეთ მარილი. ეს არის ჩაქაფულის კლასიკური რეცეპტი, ჩაქაფულს არ უნდა წყალი,მხოლოდ ღვინო, არ უნდა არანაირი ხმელი სუნელი, არც ხმელი წიწაკა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაფნა და მოქაფვა.