კვერცხით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, შევურიოთ 4 სუფრის კოვზი თაფლი, 2 ჩაის კოვზ სოდას დავუმატოთ ძმარი და დავამატოთ ვანილიც. კარგად ავთქვიფოთ. შევურიოთ ფქვილი და დაჭრილი ან გატარებული ნიგოზი. ცომი გამოდის დასასხმელი, გაყავით 3 დიდ და 1 პატარა ნაწილად, პატარა ნაწილი გამოიყენეთ ზემოდან მოსაყრელად. კრემისთვის, ოთახის ტემპერატურაზე გამდნარ კარაქს შეურიეთ მოხარშული შესქელებული რძე და ნიგოზი.