ადუღებული და შემდეგ გაციებული წყალი, ცოტა მარილი და ლიმონმჟავა გავხსნათ წყალში. გავცრათ ფქვილი და მოვათავსოთ ჯამში, დავამატოთ 50 გრამი ცივი მარგარინი, დავამატოთ წყალი და მოვზილოთ ცომი, რომელიც უნდა იყოს საშუალო სიმაგრის. დაასვენეთ ცომი 30 წუთით ოთხის ტემპერატურზე. ნახევარი საათის შემდეგ კიდევ ერთხელ მოზილეთ და დაასვენეთ 5 წუთის განმავლობაში. ნახევარი საათის შემდეგაც ვზელ ისევ კარგად, ვყოფ სამ თანაბარ ნაწილად და ისევ ვასვენებ 5 წუთი. სასურველია გამოიყენოთ ფენოვანი ცომისთვის განკუთვნილი მარგარინი. დარჩენილი მარგარინი გაყავით 9 ტოლ ნაწილად და სამჯერ შეაზილეთ ცომს, დაკეცვითა და მაცივარში დასვენებით. გავაბრტყელებთ ერთ გუნდას, წავუსვამთ მარგარინის ერთ მეცხრედს, დავკეცავთ და ვდებთ 40 წუთი მაცივარში. ბოლო გადაზელვიდან ცომი გამოსცხობად მზად იქნება 3 - 4 საათის შემდეგ. გამოცხობის წინ ცომს ვაბრტყელებთ და ვჭრით სასურველი ზომის და ფორმის ნაჭრებად. ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში ჯერ ძალიან მაღალ და შემდეგ დაბალ ტემპერატურაზე.