არომატული ქათამი
არომატული ქათამი
დრო 180წთ
ულუფა 8
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარაქი - 30 გ
  • ნიორი - 2 კბილი+ 1 თავი ცალკე
  • მსხვილი მარილი - 1 ჩ.კ
  • პილპილის მარცვლები - 1 ჩ.კ
  • ლიმონი - 1
  • როზმარინი - 2-4 ტოტი, 7-8 სმ-იანი
  • ქათამი - 2 კგ
მომზადების წესები
ქათამი კარგად გავრეცხოთ და გავამშრალოთ.

ლიმონს გავაცალოთ ცედრა.

სანაყში ჩავყაროთ პილპილი, მარილი, როზმარინის ფოთლები (2 ტოტის), 2 კბილი ნიორი და ჩავნაყოთ, შევურიოთ ცედრა და ნახევარი ლიმონის წვენი, ასევე დარბილებული კარაქი. კარგად ავურიოთ.

ქათამი დავდოთ ზურგზე, მკერდზე, კანქვეშ ფრთხილად შევუცუროთ თითები და შევეცადოთ, რომ კანი ხორციდან ავაძროთ, ისე რომ არ გავხიოთ და დავაზიანოთ. ასევე გავაკეთოთ ბარკლებთან და ზურგზეც, რამდენადაც მოვახერხებთ.

შემდეგ არომატული კარაქი კანქვეშ შევაზილოთ მკერდთან, ბარკლებთან, ფრთების ქვეშ. ზემოდან თითებით კარგად გადავანაწილოთ. დარჩენილი კარაქი კიდევ გადავუსვათ.

ქათამს შიგნით მარილი და პილპილი წავუსვათ, ნახევარი წვენგამოწურული ლიმონი და როზმარინის ტოტი ჩავუდოთ.

1 თავი ნიორი კარგად გავრეცხოთ, გაუფცქვნელად შუაზე გადავჭრათ, 1 გადანაჭერი ქათამს მუცელში ჩავუდოთ, მეორე გადანაჭერი ტაფაში გვერდით მივუდოთ, დაჭრილ ლიმონთან ერთად.

შევწვათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 2-2.5 საათი, სანამ ზემოდან კარგად დაიბრაწება. დრო და დრო ფუნჯით თავისივე ცხიმიანი წვენი გადავუსვათ ყველგან.