შიგთავსი: განომცვარი იხვი შალფეით კარამელიზირებული ხახვი და კრემ ყველის ნაზავი (მარილი, პილპილი). გამომცხვარი რძის სოუსი ტარხუნის ზეთით: ვაკარამელიზირებთ ხახვს ვუმატებთ გამომცხვარ რძეს და ნაღებს, ვარედიუსებთ, ვასქელებთ, ვაზავებთ მარილითა და პილპილით, შემდეგ ვწურავთ ამ მასას და ვუმატებთ ტარხუნის ზეთს, ნელ-ნელა შეგვყავს, რომ არ აგვეჭრას (ტარხუნის ზეთი - ტარხუნას და ზეთს ვაბლენდერებთ და შემდეგ მარლაში ვატარებთ, საკონდიტრო ტომარაში ვდებთ და მაცივარში ვაგრილებთ). ცომი: დამფლინგის და ტორტელინის ცომის ნაზავია ფქვილს ვუმატებთ კვერცხს ოდნავ წყალს მარილს და ვზილავთ 10 წუთი შემდეგ ვაფიქსირებთ პლასტიკით და მაცივარში ვასვენებთ. კომშის ბალიშები: თხელ სლაისებათ დავჭრათ კომში და გახურებულ ტაფაზე ოდნავ დავბრაწოთ. შემდეგ ვუმატებთ კასონადს (იგივე ყავისფერ შაქარს) ვატრიალებთ და მეორე მხრიდანაც ვაყრით შაქარს. მზადაა, არც უნდა მოვკლათ კომში და არც ძალიან უნდა ხრაშუნობდეს. სერვირება: თეფშზე ვდებთ კომშს, ზემოდან ვადებთ დამფლინგებს, მერე მიკროებს და ტრუფელს, შემდეგ სოუს ვუსხამთ შუაში და ბოლოს ვბოლავთ.