პირველი დღე ოდნავ თბილ რძეში ვხსნი 5 გრ საფუარს, 2 ჩკ შაქარი და 500გრ ფქვილი.მოვურიოთ ხის კოვზით კარგად და გავაჩეროთ დაახლოებით 1-2 საათი. ვდებ მაცივარში მეორე დღის საღამომდე. სანელებლებსაც ამ დღეს ვამზადებ. ვაცლი კანს ლიმონს და ვაბლენდერებ ცოტა შაქარში. პატარა შუშის ქილაში ვასხავ 50 გრ რომს, დაბლენდერებულ ლიმონის კანს და ყველა სუნელს, შაფრანის გარდა. მოვუჭერ კარგად თავზე საცობს. დრო და დრო ხელით შევანჯღრევ ხოლმე რომ მასა აერიოს ერთმანეთს. შაფრანს ვნაყავ, ვუმატებ 0.5 ჩკ შაქარს და ცოტა ადუღებული წყალს. თავზე ვაფარებ და ვფუთავ. კარგად გარეცხილ და გამშრალებულ ქიშმიშს ვასხავ დარჩენილ რომს, ვუმატებ ფორთოხლის ცუკატებს. მეორე დღე საღამოს ვიწყებ ცომის მომზადებას. მთლიანი კვერცხებისგან ვაკეთებ გოგლი მოგლს. მაცივრიდან ვიღებ საფუარს და ვურევ გათქვეფილ კვერცხს. თუ ხელით ზელთ მაშინ საფუარი ერთი საათით ადრე მაინც გამოიღეთ მაცივრიდან და ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურაზე, ხოლო თუ საზელ მანქანაში ზელთ პირიქით, ყველაფერი ცივი. ამ დროს ვუშვები სუნელების ნაყენს, შაფრანს, ნაღებს, მარილს, ლიმონის წვენს, თაფლს. საფუარს ფქვილში ვურევ და ისე ვუმატებ. კარგად გადავზილავ ხელით ვაჩერებ 30-40 წთ და მერე ვიწყებ მოზელვას. მე საზელ მანქანას ვიყენებ და ამიტომაც გამოდის ცომი ძალიან ელასტიური. ცომს ვყოფ და ვამუშავებ. მიქსერის სპირალიანი ფეხებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ვისაც პურის საცხობი აპარატი გაქვთ. თითოეულ ნაწილს 20 წთ სჭირდება. შემდეგ ვდგამ მთელი ღამე გასაფუებლად ოთახის ტემპერატურაზე. რაც შეეხება კარაქის დამატებას, უმჯობესია ჯერ კარგად დამუშავდეს ცომი და შემდეგ ნაწილ ნაწილ შევაზილოთ კარაქი. მესამე დღე დილით ჩავზელ ცომს ზეთიანი ხელით. ვაჩერებ 1 საათი და ვურევ ქიშმიშს, რომელსაც აქვს გარეული ცოტა ფქვილი, ეს იმიტომ რომ ცომს კარგად მიეკროს. ისევ ვაჩერებ ნახევარი საათის განმავლობაში. ბოლოს, დავყოთ ცომი სასურველ წონაზე, მოვაგუნდაოთ და ჩავდოთ ფორმებში. ვაცდით კარგად ამოსვლას. ვაცხობთ 150 გრადუსზე.