2 კვერცხის გული ავთქვიფოთ შაქართან და მწიკვ მარილთან ერთად მიქსერით, ნელ-ნელა დავუმატოთ დარბილებული კარაქი და გავაგრძელოთ თქვება, დავუმატოთ გელ საღებავი 3-4 წვეთი და გაცრილი ფქვილი სოდით. დავუმატოთ შოკოლადის ღილაკები და გადავიტანოთ ჩვენი ცომი ცხიმწასმულ თუჯის ტაფაში, გავასწოროთ კოვზით, მოვაყაროთ ჟოლო და შევდგათ საყინულეში 15 წუთით. სანამ ცომი გაცივდება, გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ცომს ვაცხობთ 180 გრადუსზე 35 წუთით. გამომცხვარ პიზუკის აქვს ხრაშუნა გვერდები და რბილი, ოდნავ წელვადი გულსართი, როგორც American Cookie-ს. სანამ პიზუკი ცხვება, ვამზადებთ ნუშს კარამელში. ტაფაში ჩავყაროთ ნუში, შაქარი დავასხათ წყალი, დავდგათ საშუალო ცეცხლზე და არ ვურევთ, სანამ წყალი არ დაიშრობს. შაქარი მიეწებება ნუშს, აქედან ვიწყებთ ინტენსიურად მორევას და ვაკონტროლებთ ცეცხლს, რომ ჩვენი კარამელი არ დაიწვას და ნუში თანაბრად მოიხალოს. ამ პროცესს დასჭირდება 20 წუთი. შემდეგ ნუში გადმოვიტანოთ საცხობ ქაღალდზე, ვაცადოთ გაგრილება. ნაყინისთვის კვერცხის გული, შაქრის პუდრა ავთქვიფოთ მიქსერით, დავუმატოთ ვანილის პასტა და ნაღები. ნელ-ნელა შევურიოთ თხევადი აზოტი. ინტენსიურად მოურიეთ, რომ მასა იყოს ერთგვაროვანი. პიზუკის მიირთმევენ ცხელს, ნაყინითა და ნუშით.