თავდაპირველად ვამზადებთ აპარას. ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით 4 სუფრის კოვზი საფუარი, 1 ჩაის კოვზი შაქარი და ცოტა ფქვილი რომ კარგად აფუვდეს. მეორე ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით, კარაქი, ნახევარი ჭიქა ზეთი, შაქარს მოაკელით 10 სკ და ესეც დაუმატეთ. ერთად ამომყავს კვერცხის ცილა და გული, ისევე როგორც ტორტის ბისკვიტი, ცალკე ცილა და შემდეგ ვამატებ გულს. დაუმატეთ 10 სკ შაქარი და არაჟანი. ცალკე დიდ თასზე დავყრით 3 კგ ფქვილს, დავასხამთ საფუარიან და ცხიმიან ზეთს, კარგად ავურევთ და შევაზელთ კვერციან მასას, კარგად აურიეთ,დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად მოზილეთ ცომი. ცომს ამოსასვლელად ჭირდება 6 საათი, ღამე ჩაზილვა არ ჭირდება. დილით ამოსული ცომი ჩაზილეთ, დაუმატეთ ქიშმიში და ცუკატები, ლიმონის ცედრა, ვანილი, 1 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, 1ჩ კოვზი ილი, ნახ. ჩაის კოვზი დარიჩინი და 1 ჩაის კოვზი მიხაკი. ფორმას არ ჭირდება რაიმეს წასმა თუ ქაღალდისაა, ცხობისას ცომი რაოდენობაში ორჯერ იზრდება. შედგით გახურებულ ღუმელში 150 გრადუსზე. 35 წუთში გამოაღეთ ღუმელი და ხის ჩხირით გასინჯეთ. როცა გამოცხვება შეგრილდეს და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან. წარმატებებს გისურვებთ!