სუნელების ნაყენი პასკის გამოცხობამდე ერთი დღით ადრე მოამზადეთ. რომს ან არაყს შეურიეთ სუნელები და დატოვეთ მშრალ ადგილას. გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ბრენდის სუნელებს განსხვავებული სიძლიერე აქვთ. ამიტომ, შეეცადეთ, რაოდენობა ისე აკონტროლოთ, რომ არც ძალიან სუსტი გემო მიიღოთ და არც ძალიან მძაფრი. ერთმანეთში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები – ფქვილი, საფუარი, შაქარი და მარილი. დაუმატეთ ნარევს დარბილებული კარაქი და კარგად ათქვიფეთ მიქსერით. შემდეგ კი, მიქსტურას სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები, დაუმატეთ სუნელების ნაყენი, ვანილი და ქიშმიში ან ცუკატები. ბოლოს დაამატეთ თბილზე ოდნავ ცხელი რძე. ცომი კარგად მოზილეთ (სტრუქტურა ოდნავ თხელი უნდა იყოს). გადაანაწილეთ ის ფორმებში ისე, რომ თითოეული მათგანი ნახევრამდე შეივსოს. შეფუთეთ ფორმები და დაახლოებით 2 საათით თბილ ადგილას მოათავსეთ გასაფუებლად. 170°C-ზე გახურებულ ღუმელში (კონვექციის რეჟიმი) მოათავსეთ პასკის ფორმები და გამოაცხვეთ 45-50 წუთის განმავლობაში. ცხობის დამთავრებამდე 15-20 წუთით ადრე დაუწიეთ ტემპერატურას 150°C-მდე, რათა პასკა კარგად გამოშრეს. გააფორმეთ გამზადებული პასკები შაქრის ფხვნილით ან ბეზეთი. გახსოვდეთ, რომ პასკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი კარაქია. ის ანიჭებს ცომს სინოტივესა და სიმძიმეს, რაც პასკის შეფასების უმთავრესი კრიტერიუმებია. ამასთან ერთად, ის ხსნის სხვა ინგრედიენტების გემოებსა და მეტად გამოკვეთს მათ, რაც პასკას განსაკუთრებულ არომატს სძენს. ამიტომ, რაც უფრო ხარისხიანია კარაქი, მით უფრო უკეთესია შედეგიც. საუკეთესო შედეგისთვის, გირჩევთ, არჩევანი დანიური წარმოების „ლურპაკზე“ შეაჩეროთ. ის ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი ერთადერთი ორგანული კარაქია, მზადდება პრემიუმ ხარისხის რძისგან და სრულიად თავისუფალია ნებისმიერი სახის დანამატისგან. მისი შემადგენლობის გამო, „ლურპაკს“ საუკეთესოდ მიიჩნევენ ცხობაში. შესაძენად ეწვიეთ „ევროპროდუქტის“ მაღაზიებს ან შეუკვეთეთ ონლაინ. R