შტროიზელი თხილით და სეზამით კარგად ავთქვიფოთ კარაქი და შაქარი ერთად, შემდეგ ეტაპობრივად დავამატოთ მშრალი ინგრედიენტები: ვანილი, მარილი, დაბლენდერებული თხილი, სეზამის მარცვლები და ფქვილი. მიღებული მასა გავაბრტყელოთ 3 სმ - ზე, ჩავდოთ ყალიბში და ვაცხოთ 5 წუთის განმავლობაში არასრულად, 165 გრადუს ტემპერატურაზე. შოკოლადის დრაჟეპანი კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ დარბილებამდე, შემდეგ ჩავამატოთ თითო-თითო კვერცხი. დავუმატოთ კაკაო, ნუშის ფქვილი და სახამებელი. კარგად გადარევის შემდეგ დავამატოთ ნაღები. მიღებული მასა ვაცხოთ 165 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში. კრემი კრემ-ყველი და შაქარი გადავურიოთ ერთმანეთს. ცალკე ავთქვიფოთ ცივი ნაღები მაღალ ტემპერატურაზე, სანამ არ მივიღებთ სქელ, სასურველ მასას. მიღებული ნაღების მასა გადავურიოთ კრემ-ყველისა და შაქრის გამზადებულ მასას. სერვირება მიღებულ შტროიზელის მასას ვასხავთ დრაჟეპანის ბისკვიტს, ზემოდან ვრთავთ კრემით.