დაგვჭირდება მხოლოდ ერთი ინგრედიენტი, ეს გახლავთ კარაქი. ის აუცილებლად უნდა იყოს მაღალი ხარისხის, არანაკლებ 82 %, სასურველია სახლის, მაგრამ ნაყიდი კარაქისგანაც შეიძლება მოამზადოთ ერბო. სქელძირიან ქვაბში, დაბალ ცეცხლზე ვადნობთ კარაქს და ველოდებით ქაფს, რომელსაც უშვებს ის, მორევა არ შეიძლება, ასე რომ უბრალოდ ველოდებით და ეტაპობრივად ვიღებთ ქაფს. ჯამში ქურაზე უნდა იდგეს დაახლოებით 1:20 - 1:30 წ. ამის შემდეგ თქვენ ნახავთ, როგორი კამკამა სითხე გამოდის, ძირზე რჩება ნადები, რომელიც აძლევს მოხალული ნიგოზის არომატს, სასწაული არომატი ტრიალებს სახლში ამ დროს. გადავასხათ მინის ჭურჭელში და დაველოდოთ, სანამ ბოლომდე გაცივდება, მხოლოდ მერე შეგვიძლია ხუფის დახურვა. ასეთი ცხიმი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 9 თვე, ხოლო მაცივარში 16-18 თვე. 1 კგ კარაქისგან გამომივიდა 650-700 გ ერბო.