კვერცხის ცილა, მარილი, ლიმონმჟავა და შაქარი მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და შემოვდგათ ორთქლზე. შაქრის სრულ გადნობამდე ურიეთ. შემდეგ გადმოვდგათ, შევამშრალოთ ჭურჭლის ძირი, მასას დავამატოთ ვანილი და დავიწყოთ მიქსერით თქვეფა, ბეზეს სრულ გაგრილება-გამყარებამდე. სურვილის მიხედვით ვამატებთ საკვები საღებავის 2-3წვეთს, გადავიტანთ დასაკრემ ტომარაში და ქაღალდ დაფენილ ფორმაზე დავსვამთ. ვაცხობთ, 90 გრადუსზე 3 საათი, ოდნავ შეღებული ღუმელის კარით. პატარა ფორმებს 2,5 საათიც ყოფნის.