რძე გააცხელეთ წყალთან ერთად და დაასხით გაცრილ ფქვილს, დაუმატეთ ზეთი და კარგად გახსენით. გააგრილეთ. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი და კვლავ გათქვიფეთ. გახურებულ ტაფაზე წაუსვით ცხიმი (შეგიძლიათ გამოიყენოთ კარაქი, ზეთი ან ქონიც კი), დაასხით ცომი, გადაანაწილეთ მთელ ტაფაზე და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!