ნელთბილ წყალში გავხსნათ საფუარი, მარილი, შაქარი, ზეთი, შემდეგ დავამატოთ ნელნელა ფქვილი და დავიწყოთ ცომის მოზელა ისე რომ კარგად გასქელდეს.შემდეგ ცომს გადავაკრათ გრინი და შევდგათ მაცივარში 15 წუთით. ამ დროს ვამზადებთ შიგთავს, გავხეხოთ სულგუნი, იმერული ყველი, მოცარელა, დავუმატოთ ორი კვერცხის ცილა და ორი სუფრის კოვზი ფქვილი, უნდა იყოს მკვრივი მასა. შემდეგ ვიწყებთ ცომის დაფენოვანებას, ვაბრტყელებთ ცომს ვადებთ მარგარინს თხელ ფენებს ალაგ-ალაგ, თან ხელით დავაჭყლეტთ ცომზე და შემდეგ გადავკეცავთ ცომს და ვაბრტყელებთ, ასე ვაკეთებთ სამჯერ. შემდეგ ცომს ვასვენებთ იგივე პრინციპით, მაცივარში - 15 წუთით.ვიღებთ 200 გრ ცომსდა 300 გრ ყველის შიგთავს, ამ შემთხვევაში ყველი სრულად განაწილდება და ცომიც თხელი გამოვა. ტაფაზე ვაცხობთ, შეგიძლიათ კარაქში ან მის გარეშეც.