ბორშის ნახარშისთვის ყველა სახის ბოსტნეულს ვჭრით წვრილად ან ვხეხავთ, შემდეგ დაბალ ცეცხლზე ვშუშავთ, ვამატებთ წყალს და წვრილად დაჭრილ მწვანილს. ვხარშავთ 30 წთ და ბოლოს ისევ ვუმატებთ გახეხილ ჭარხალს და ნიორს უფრო მკვეთრი ფერისთვის და გემოსთვის. ამასობაში ვიღებთ სუკის 150 გრამიან ხორცს და შიგნით გაგვყვავს სალის ძაფები და ვწვავთ 5 წუთის მანდზილზე თითო მხარეს. სოუსისთვის ყველა ინგრედიენტს ვათავსებთ ჯამში და ვთქვიფავთ. ნახარშს ვამატებთ ჭარხალს და ყველა მწვანილის ნახარშს, რაც გვაქვს, ბოლოს ვამატებთ 2 გრამ ქსანტანას, ვაბლენდერებთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დეკორისთვის მირინს ვაზავებთ წყალში, მარილში და შაქარში. ნიახურის ბოლქვის თხელ ნაჭრებს ვხარშავთ ოდნავ მარილიან წყალში. სოუსსში ვურევთ ყველა ინგრედიენტს და ვამატებთ მწვანილს. კარტოფილის პონ სულესთვის გვინდა ცილა და სახამებელი, თხელი კარტოფილის ნაჭრებს ვუსმევთ ცილას და სახამებელს და ვწვავთ 160 გრადუსსზე, 4 წთ-ის განმავლობაში. შეგვიძლია ავაწყოთ ჩვენი ბორში!