შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომი არ უნდა იყოს არც რბილი და არც ძალიან მაგარი. გაყავით 3 თანაბარ ნაწილად. დაასვენეთ ნახევარი საათით და დაიწყეთ მარგარინით დამუშავება. თითოეულ გუნდას სამჯერ წაუსვამთ მარგარინს და დაკეცავთ კონვერტისებურად, ნახევარი საათის ინტერვალით. ცომს ყოველ ჯერზე ვათავსებთ მაცივრის საყინულეში. შემდეგ ვჭრით სასურველ ზომებად, ჩამოვაჭრით ნაპირებს, რომ ფენები კარგად გაიშალოს და ვაცხობთ ჯერ 250 და შემდეგ 200 გრადუსზე. გამოდის 12 ცალი ხაჭაპური.