საშუალო ცეცხლზე დავდგათ ტაფა და დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 1 კბილი გახეხილი ნიორი, 1 ცალ ბეკონის ნაჭერთან ერთად. ხახვი როდესაც მიიღებს ოდნავ ოქროსფერ შეფერილობას, დავამატოთ დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო, ბეკონი როდესაც მოიბრაწება ამოვიღოთ და გვერდზე გადავდოთ. კარტოფილის და სტაფილოს შემდეგ დავამატოთ დარჩენილი ბულგარული, გოგრა, ლობიო, სიმინდი და პომიდორი, კარგად მოთუშვის შემდეგ ვამატებთ წყალში გახსნილ ტომატ პასტას, მარილს, ორეგანოს, კუმინს და წიწაკას. ვახურავთ თავზე და ვაცდით მოთუშვას. პარალელურად ვხარშავთ ბრინჯს ლიმონის ცედრასთან ერთად, ისე რომ მოხარშვის შემდეგ ბრინჯი იყოს ფანტია. მოხარშვის შემდეგ ვაყრით მარილს. ამასობაში გაზზე ვადგამთ ტაფას და ვაგდებთ 1 ცალ ბეკონის ნაჭერს. როდესაც მიიბრაწება და ცხიმს გამოუშვებს ვდებთ ფილეს, ვამატებთ კარაქს და 2 კბილ ნიორს, ფილეს ვაყრით მარილს და ვბრაწავთ. ფილე როდესაც გამზადდება ვჭრით სასურველ ზომებად და ვამატებთ მოთუშულ ბოსტნეულში, ხოლო ტაფაზე დარჩენილ ცხიმს ვინახავთ. სერვირებისთვის მოხარშულ ბრინჯს ვყრით თეფშზე და თავზე ვასხამთ შენახულ ცხიმს (3-4 ს.კ). ბოლოს, ვდებთ მოთუშულ ბოსტნეულს, ბეკონს, და მწვანილს.