კვერცხი 80 გრამ შაქართან ერთად გავთქვიფოთ მიქსერით 3-4 წუთის განმავლობაში, პატარა ქვაბში ჩავყაროთ 80 გრამი შაქარი, კაკაო, ზეთი და წყალი. მოვურიოთ და დავდგათ გაზზე. მორევით მივიყვანთ ადუღებამდე და ეს მდუღარე შოკოლადისფერ მასა ნელი ნაკადით უნდა ჩავასხათ გათქვეფილი კვერცხისა და შაქრის ჯამზე. 1-2წუთი გავთქვიფოთ საშუალო სიჩქარეზე და გავმორთოთ მიქსერი. ფქვილი და გამაფხვიერებელი შევურიოთ და საცერით დავუამატოთ ჯამში. საკონდიტრო რგოლში მოვათავსოთ ფოლგა და ჩავასხათ ბისკვიტი. ღუმელს წინასწარ ვაცხელებთ 180°ზე. ცხვება 35-40წუთი. კრემისთვის ნაღებს ვაცხელებთ გაზზე, დავუმატებთ შოკოლადს, მოვურევთ და ვტოვებთ ოთახში შეგრილებამდე. მიქსერის ჯამში გავთქვეფთ კარაქს გათეთრებამდე, დავუმატებთ შოკოლადისა და ნაღების მასას. ბისკვიტს ვაციებთ, ვჭრით 4 ნაწილად და ვუსვამთ კრემს. დასანამად სიროფისთვის: 2-3სკ შესქელებული რძე, 0.5ჭ ადუღებული და შემდეგ გაციებული წყალი და 1სკ კონიაკი.