ჯამში შევურიოთ კვერცხი, წყალი, ძმარი და მარილი. მეორე ჯამში მოვათავსოთ საყინულეში ნამყოფი ფქვილი და ჩავახეხოთ მარგარინი. გავაფხვიეროთ კარგად და დავასხათ პირველ ჯამში შენახული სითხე. გადავზილოთ ნაზად, ისე რომ მარგარინი ემჩნეოდეს ცომს. შევკრათ ცომი, გადავაფაროთ საკონდიტრო ცელოფანი და მოვათავსოთ მაცივარში, 1 საათის განმავლობაში. გამოვიღოთ ცომი, გავაბრტყელოთ და გადავკეცოთ კონვერტისებურად. ისევ შევდგათ მაცივარში 30 წუთი. იგივეს ვიმეორებთ ორჯერ, მესამედ ვაბრტყელებთ, ვკეცავთ და ვჭრით სასურველი ზომის ნაწილებად. კრემად გამოყენებული მაქვს ნაღების კრემი.