ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ არაჟანი და ზეთი, გამოვრთოთ მიქსერი, დავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოვურიოთ სილიკონის ან ხის კოვზით, დავუმატოთ ქიშმიში და შოკოლადი. საცხობ ფორმას, წავუსვათ ზეთი და მოვაყაროთ ძირზეც და გვერდებზეც ფქვილი, გადავიტანოთ მასა. ვაცხობთ 170-180°ზე დაახლოებით 50 წთ, მზაობა ხის ჩხირით შევამოწმოთ.