ბისკვიტი გამოვიყენე კლასიკური, თეთრი. კრემისთვის კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ მშრალი ინგრედიენტები და შემთბარი რძე ოდნავ გასათხელებლად. დარჩენილი რძე რომ გაცხელდება ცეცხლზე, დავამატოთ კვერცხიანი მასა ნელ-ნელა და მუდმივი მორევით მზაობამდე. ცხელსვე ჩავახეხოთ შოკოლადის ფილა ან შოკოლადის ღილები და შევაზილოთ კარგად. შემდეგ კი ცხელსვე დავუმატოთ კუბებად დაჭრილი 200 გრ კარაქი და ისიც კარგად შევაზილოთ. გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე. სრულად უნდა იყოს გაგრილებული თორემ აიჭრება. დარჩენილი 200გრ კარაქი გავთქვიფოთ გაორმაგებამდე და გათეთრებამდე და თითო კოვზობით შევათქვიფოთ კრემი. სიცხეში შეიძლება კრემი ცოტა გათხელდეს და აუცილებლად ჩადეთ მაცივარში 20-30 წუთი. გამოყენების წინ გამოღეთ მაცივრიდან და იმდენი იხმარეთ რაც იმ მომენტში გჭირდებათ, რადგან კარაქის გამო შედარებით მალე დნება. დანამულია მარწყვის სეროფით. მოლაგებული მაქვს ერთ ფენაზე მარწყვი და მეორე ფენაზე კენკრის კონფი. კონფისთვის გჭირდებათ კენკრის პიურე. 250გრამ გაყინულ კენკრას დავდგამთ ცეცხლზე და წამოვადუღებთ 2-3 წუთით, გადმოვდგამთ ცეცხლიდან და გავაციებთ. ამ მასას გავატარებთ წვრილ საცერზე და მივიღებთ კენკრის პიურეს. შაქარი და სახამებელი აურიეთ ერთად. დაასხით 1-2 ჩაის კოვზი ცხელი წყალი რომ გაიხსნას და პიურეში სახამებელი არ დაკორძდეს. ეს შაქრის გახსნილი მასა დაამატეთ ცივ პიურეს, წამოადუღეთ 2-3 წუთი და კონფი მზადაა.