ცხელ რძეში გავხსნათ ფქვილი, შაქარი, სახამებელი და 4 ცალი კვერცხის გული, რომ წამოდუღდება დავუმატოთ ვანილი და კარაქი, გადავიტანოთ ჯამში, დავაფაროთ პარკი და გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე, რომ გაცივდება კარგად ავთქვიფოთ. ბისკვიტისთვის 10 ცალ კვერცხის ცილას დავუმატოთ მარილი დანის წვერით და ავთქვიფოთ. ვუმატებთ შაქარს ეტაპობრივად, შემდეგ კვერცხის გულს, გამოვრთოთ მიქსერი და ჩავაცრათ ფქვილი, მოვურიოთ ხის ან სილიკონის კოვზით. ვაცხობთ 170- 180°ზე, 35 - 40 წთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. მარწყვი დავჭერი და დავაყარე შაქარი, დავტოვე ოთახის ტემპერატურაზე. ბისკვიტი დავჭრათ კუბიკებად, ჭიქებში ავაწყოთ ფენა ფენად: კრემი, ბისკვიტი და მარწყვი. ასევე გამოვიყენე ბანანიც.