ნუშის ფქვილის მჭადი შევურიოთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები, დავუმატოთ წყალი სანამ მივიღებთ შედარებით მშრალ მჭადის ცომს, დავუმატოთ ზეთი და ვანილი. გავაბრტყელოთ ორ პერგამენტს შორის და გამოვაცხოთ 150-160 გრადუსზე 25-30 წთ. მსხლის მურაბა დავჭრათ მსხალი კუბებად, ცეცხზლე დავდგათ მსხალი, შაქარი და წყალი. წამოვადუღოთ, როდესაც დაიწყებს კარამელიზაციას დავუმატოთ ლიმონი, მარილი და დაღერღილი წიწაკა, გადმოვიტანოთ ჯამში და დავუმატოთ წინასწარ მოხალული და დანაყული ნუში. აჯიკა ჩოფერში დავაბლენდეროთ ან დავნაყოთ ყველა ინგრედიენტი სანამ არ მივიღებთ სქელ აჯიკის მასას. ცხარე ზეთი წიწაკას ამოვაცალოთ გული, დავაბლენდეროთ ყველა ინგრედიენტი ვანილის გარდა, დაახლოებით 5 წთ. გადავწუროთ წვრილ საცერზე ან ბადეში და დავუმატოთ ვანილი. ნადუღის მასა გამოვცრათ ნადუღი, დავშალოთ ყველი სქელ ნაჭრებად და შევურიოთ ერთამენთს ყველა ინგრედიენტი, უნდა მივიღოთ სქელი კრემოვანი ტექსტურა. დავუმატოთ მარილი და პილპილი. სერვირება ერთმანეთს შევურიოთ ნადუღის მასა და აჯიკა, პროპორციით 3:1, ფორმაში ჩავდოთ მურაბა, გებჟალიის მასა, დავასხათ ზეთი და დავდოთ მჭადის ნატეხები. ბუშტი წყალი შევათბოთ დაახლოებით 70-80 გრადუსზე და ჩავდოთ ყველი, როდესაც გაერთიანდება მივცეთ პატარა ტომრის ფორმა და ნელნელა შევუშვათ ჰაერი, მოვაჭრათ ზედმეტი ნაწილი და დავასვენოთ სველ დაფაზე რომ მიიღოს ფორმა. მზა კერძი გავაფორმოთ ბუშტით