ქიშმიშს დავასხათ მდუღარე წყალი და გადავწუროთ, შევურიოთ 2-3 სკ ფქვილი. 100 მლ თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, 1 ჩკ ფქვილი და 1ჩკ შაქარი, გავაჩეროთ 10 წთ პარალელურად დანარჩენი რძე გავაცხელოთ და შიგ გავადნოთ მარგარინი ან კარაქი, შევათქვიფოთ შაქარი, 1 ცალი კვერცხი, არაჟანი, მარილი, ვანილი და საფუვრის მასა, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი, თან ხელები დავისველოთ ზეთში. ცომს შევურიოთ ქიშმიში და ნაჭერგადაფარებული დავდგათ ასაფუებლად თბილ ადგილას. ცომი დავყოთ გუნდებად, ჩავდოთ ფორმაში და 30 წუთით თბილად დავდგათ, შემდეგ წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ 180-190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ დაიბრაწება.