მარგარინი გავხეხოთ, დავაყაროთ ფქვილი და ფხვიერი მასა გავაკეთოთ. ცალკე ავურიოთ ცომის დანარჩენი ინგრედიენტები, თანდათან დავასხათ ფხვიერ მასას და დავკეპოთ დანით, შემდეგ მოვზილოთ, გავაბრტყელოთ, 2-3-ჯერ კონვერტივით დავკეცოთ და 20 წუთით მაცივარში შევდოთ. გულსართის ინგრედიენტები ერთად ავურიოთ. ცომი 4-5 ნაწილად დავყოთ, მრგვლად გავაბრტყელოთ, დავჭრათ სექტორებად, ზედ გადავანაწილოთ გულსართი და განიერი მხრიდან გადავახვიოთ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წთ გაგრილებულ ნამცხვარს შაქრის პუდრი მოვაფრქვიოთ.