ხბოს ხორცი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, ხახვი დავჭრათ წვრილად, მწვანე ხახვი და დანარჩენი მწვანილები - მსხვილად. ცალკე მსუბუქად მოვშუშოთ ხორცი და ხახვი, შემდეგ სქელძირიან ქვაბში (სასურველია თუჯის) ფენა-ფენა ჩავაწყოთ ხორცი და მწვანილეული, დავასხათ ღვინო, დავუმატოთ მარილი და პილპილი და დავდგათ ნელ ცეცხლზე. როცა ხორცი მომზადდება, ჩავყაროთ ტყემალი და რამდენიმე წუთი წამოვადუღოთ.