ფასალის მოსამზადებლად აზერბაიჯანელები ფქვილის, წყალს და მარილს ზელენ ერთად. ცომის მასას რომ მიიღებენ ყოფენ რამდენიმე გუნდად. ამ გუნდებს აბრტყელებენ ძალიან თხლად და ზემოდან უსვამენ გამდნარ კარაქს, შემდეგ ახვევენ რულეტივით და „კულიჩის“ ფორმას აძლევენ. შემდეგ აბრტყელებენ ისევ მრგვლად, რამდენიმე ნასვრეტს უკეთებენ და აცხობენ სპეციალურ საცხობზე - საჯზე. სულ ბოლოს კი გემოვნებით უმატებენ შაქარს.