პირველ რიგში სოდა გავააქტიურე მაწონში. შემდეგ, 5 ჭიქა ფქვილი და 200 გრ კარაქი შევურიე, დავუმატე მაწონი და მოვზილე ცომი. ცოტახნით დავასვენე მაცივარში. შემდეგ გულსართის მასალა გავაერთიანე, კვერცხიც გავაცალკევე, ცილა გავთქვიფე, გულს კი 1 ჩკ მაწონი შევურიე წასასმელად. ცომიც და გულსართიც გავყავი სამ სამ ტოლ ნაწილად, გავაბრტყელე, წავუსვი ცოტა ცილა, მოვაყარე გულსართის მესამედი, გადავახვიე რულეტივით და დავჭერი. წავუსვი კვერცხის გული, გამოვაცხე ზედაქვედა წვით 180 გრადუსზე.