8კვერცხის ცილა და მწიკვი მარილი გავთქვიფოთ, რომ მივიღებთ მყარ ბეზეს ვუმატებთ 8სკ შაქარს, 8 კვერცხის გულს და ბოლოს დავაცრით 8სკ ფქვილს. შევურიოთ ფრთხილად, სილიკონის კოვზით, მიქსერს არ ვიყენებთ. ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში ზედა - ქვედა წვით 160 გრადუსზე, დაახლოებით 45წთ. კრემისთვის შაქარი და ფქვილი შევურიოთ ერთმანეთში, გავხსნათ რძეში, მოვხარშოთ ფაფა და დაუმატოთ ვანილი. გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში, გადავაკრათ სამზარეულოს ცელოფანი, გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე . 300გ კარაქი გავთქვიფოთ გათეთრებამდე და შევურიოთ ფაფა. დავუმატოთ ½ ქილა შესქელებული რძე.