შტროიზელისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი მოვზილოთ კარგად, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი, ფხვიერი მასა, მოვათავსოთ ორ საცხობ ქაღალდს შორის, გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ სასურველი ფორმები. მოვათავსოთ ღუმელში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 10 წთ-ის მანძილზე. პინაკოლადას ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს და მიქსერის საშუალებით გავხსნათ მაქსიმალურად კარგად, მოვათავსოთ ქვაბში დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ სითხე არ შესქელდება, ჩავასხათ სასურველ ფორმაში და შევინახოთ მაცივარში 20-30 წთ-ის მანძილზე რომ გაცივდეს. ბლენდერში მოვათავსოთ მარწყვი, შაქარი და ბროწეულის წვენი, კარგად დავაბლენდეროთ და გადავწუროთ წვრილ საწურში. დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და მიქსერის საშუალებით გავხსნათ მაქსიმალურად კარგად, მოვათავსოთ ქვაბში დაბალ ცეცხლზე, ვურიოთ სანამ სითხე არ შესქელდება, ჩავასხათ სასურველ ფორმაში და შევინახოთ მაცივარში 20-30 წთ-ის მანძილზე რომ გაცივდეს. გოზინაყს პირველ რიგში ვიწყებთ შაქრის კარამელიზაციით დაბალ ცეცხლზე, როდესაც შაქარი გადნება და გახდება ოქროსფერი დავუმატებთ კარაქს და მოვურევთ კარგად. შემდეგ დავამატებთ წვრილად დაჭრილ თხილეულს ( ნუში, თხილი, ნიგოზი), 2 წუთის განმავლობაში ვურიოთ და შემდეგ გადმოვიტანოთ საცხობ ქაღალდზე, ზემოდან დავადოთ საცხობი ქაღალდი და გავაბრტყელოთ მაქსიმალურად თხლად, შევდოთ მაცივარში გასაციებლად. დესერტისთვის თეფშის გასაფორმებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სამურაბე ვარდის გამხმარი ფოთოლი, დანარჩენ უკვე გაციებულ ინგრედიენტებს ვაწყობთ შემდეგი თანმიმდევრობით: შტროიზელი ნუშით, პინაკოლადას თათარა, მარწყვის და ბროწეულის თათარა, გოზინაყის ფირფიტა და ზემოდან აუცილებლად მოვახეხოთ ლაიმის ცედრა (კანი). კოქტეილისთვის ჭიქის გასაფორმებლად: თაფლი ან ქოქოსის სიროფი წავუსვათ ჭიქას თხლად და ზემოდან მოვაყაროთ დაფქული სამურაბე ვარდის ფოთოლი. მინის ჭურჭელში მოვათავსოთ მარწყვი წვრილად დაჭრილი, დავუმატოთ სამურაბე ვარდი, შაქარი და ჯინი. ჭურჭელი დავხუფოთ, კარგად შევანჯღრიოთ და გავაჩეროთ 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ გადავწუროთ წვრილი საწურით. უკეთესი ეფექტისთვის სასურველია შევინახოთ ერთი კვირის განმავლობაში.