ორთქლის აბაზანაზე მოვათავსოთ, შაქარი, კარაქი და რძე. შაქარი რომ გადნება, ვუმატებთ თაფლს, სოდას ძმრით, კვერცხს, ვურევთ განუწყვეტლივ. ნელ-ნელა ვამატებთ 1 ჭიქა ფქვილსაც. გადმოვდგამთ ცეცხლიდან და დავუმატებთ დანარჩენ ფქვილს, მიღებულ მასას გავყოფთ 6 ნაწილად და გამოვაცხობთ შეწითლებამდე. კრემისთვის ცხელ რძეში დავამატებთ ფქვილს და შაქარს. ადუღებიდან საჭიროა დაახლოებით 10 წუთი, ფქვილი რომ მოიშუშოს. შემდეგ გადაგვაქვს ჯამში და ვაციებთ ოთახის ტემპერატურაზე. ცალკე გავთქვეფთ კარაქს, დავუმატებთ ეტაპობრივად ცივ ფაფას და ვანილს. დავკრემავთ ფირფიტებს და ზემოდან გადავანაწილებთ მინანქარს, სულ ეს არის.